ხმაური და დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო სხდომაზე | როგორ ჩაიარა პროცესმა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესი საქალაქო სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვას არც ამჯერად ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე. პენიტენციური სამსახური ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს დაესხა თავს. სახელმწიფო ბრალდების გაღიზიანება მარიამ ჯიშკარიანის რეპლიკებმა და შეფასებებმა გამოიწვია, საპასუხოდ ექპერტს კვალიფიკაცია დაუწუნეს. ჯიშკარიანმა კი დღეს დეტალურად ისაუბრა მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელიც არაერთ ექსპერტულ დასკვნაშია ასახული.

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური ფსიქოლოგიური და გასტრო-ენტეროლოგიური დიაგნოზები შემაშფოთებელია, ასევე დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც, კანონის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს, ჯიშკარიანი ასევე დეტოკსიკაციის კრიტიკულ აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საგანგაშოა ის ინფორმაციაც, რომელიც დღეს სასამართლოს ნობელიანტმა ექიმმა ჯეიმს კობიმ მიაწოდა. მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაზეც საუბრობს, თუ ეს დროულად არ მოხდა მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად მოძრაობას ვერ შეძლებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი