თითოეულ კანდიდატს ერთი სახელი აქვს: "ოცნების მესაფლავე" - გიორგი ვაშაძე მაჟორიტარებზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, წარდგენილი გუნდით დამარცხებისთვის არის განწირული - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება'' პოლიტიკურად გაკოტრებულია და ამას მაჟორიტარობის კანდიდატებად ისევ ძველი სახეების დასახელება ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ადამიანები ოლიგარქის მორჩილები და მისი მითითებების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან, თუმცა მათ არჩევნებში გამარჯვების მცირედი შანსი აქვთ.

ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა და წარდგენა ნიშნავს, რომ ეს ძალა არის პრაქტიკულად გაკოტრებული. არაფერი საერთოდ განახლების ამ ძალას არ გააჩნია და ეს განაცხადი იყო, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი დამარცხებისთვის განწირულია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, ვაკის ოლქის მაჟორიტარი ელენე ხორშტარია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანდიდატები არანაირ ახალ იდეებს არ გვთავაზობენ, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ თავისი სურვილების შემსრულებლები წარმოადგინა და ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. 

"ინოვაციების და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვთ. 

ეს არიან დამსხვრეული "ოცნების" სახეები და თითოეულ კანდიდატს აქვს ერთი სახელი: "ოცნების მესაფლავე", ადამიანები, რომლებმაც პერსპექტივა წაართვეს ქვეყანას, - აცხადებს იგი. 

დამოუკიდებელი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მეტნაკლებად წარმატებული პოლიტიკური ფიგურისგან ამ წინადადებაზე დათანხმება მათი პოლიტიკური კარიერის დასასრულია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისისს "ქართულმა ოცნებამ" თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი