"ეს ბრძოლა დაიწყო, როდესაც ოლიგარქია ქველმოქმედების სახით მოგვახვიეს თავს" - ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და შეხვედრები ლონდონში

გამოქვეყნდა:

შეხვედრები უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და ნიკა გვარამიას  პოლიტიკური პატიმრობა - "მთავარი არხის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის საკითხზე, მისი მეუღლე და იურისტი შეხვედრებს მართავენ დიდ ბრიტანეთში. შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფო ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების  მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს: 

"ვიზიტებმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. საინტერესო შეხვედრები იყო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. რაც მთავარია, ჩვენ ბრძოლაში ვართ ყველანი ერთად და რაც მთავარია, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ნიკას ბრძოლა და არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა. ეს არის ბრძოლა მსოფლიო მონსტრის, რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც მთელი ცივილური სამყარო გაერთიანებულია და ეს მაძლევს სწორედ გამარჯვების იმედს. ვიტყვი, რომ ეს ბრძოლა არ დაწყებულა ნიკას დაჭერის დღიდან,  ეს ბრძოლა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც ოლიგარქია ქველმოქმედების სახით მოგვახვიეს თავს, მაგრამ გამარჯვების იმედი მაქვს. და ეს იმედი, სწორედ არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ეს იმედი არის სწორედ ის, რაც მაძლევს საშუალებას არ ვიფიქრო იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზიანზე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში  ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს მიაყენა რუსულმა აგრესიამ" ამბობს სოფო ლილუაშვილი.

ლონდონში, ავტორიტეტული ორგანიზაცია  "სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის" ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა სწორედ მთავარი არხის გენერალური დირექტორის უკანონო პატიმრობა იყო. დისკუსიაში ის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც ათეული წლებია ჟურნალისტების უფლებებს იცავენ მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებშიც კი.  

რამდენიმე საათში კი ნიკა გვარამიას საქმეზე მსჯელობა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელთა პალატაში დაიწყება.

სოფო ლილუაშვილისა და მთავარი არხის იურისტის განხილვის თემა პარლამენტის წევრებთან იქნება თუ რა ბერკეტები არსებობს ნიკა გვარამიას დასახმარებლად.

ნიკას გვარამიას საქმეზე განცხადება დღეს პუტინის მიერ დაპატიმრებული ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ვლადიმერ კარამურზას მეუღლემაც გააკეთა. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი