საქართველო საერთაშორისო შეზღუდვებს სულ უფრო უახლოვდება. ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს კონკრეტულად იმ პირებისთვის ამზადებს, ვინც იზოლაციაში მოქცეული კრემლის ტერორისტული რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა. მათ შორის სავარაუდოდ ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გარემოცვა მოიაზრება. ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილს წინ უძღოდა განხილვა საერთაშრისო მედიაში, სადაც საუბარია საქართველოს გავლით რუსეთში დასანქციებული ტვირთების გადაზიდვაზე. ევროკომისიიის პრეზიდენტის გაფრთხილება და გზავნილი მკაფიოა.
ევროკავშირი დეტალურად არის ინფორმირებული კრემლის მოკავშირეების შესახებ და მალე შესაბამისი ზომებიც გატარდება. საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების მჭიდრო კავშირები სერგეი ლავროვმაც დაადასტურა "ქართული ოცნების" ქებითა და მადლობების გამოხატვით.