"ვისურვებთ, რომ პრეზიდენტმა საგანგებოდ შეისწავლოს ნიკა გვარამიას საქმე და ის გაათავისუფლოს" | ბრიტანელი პოლიტიკოსი

გამოქვეყნდა:

"ვისურვებთ, რომ პრეზიდენტმა საგანგებოდ შეისწავლოს ნიკა გვარამიას საქმე და ის გაათავისუფლოს" - ამის შესახებ ნიკა გვარამიას მეუღლისა და იურისტ თამთა მურადაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯონ უიტინგდეილიმ ისაუბრა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით მუშაობს.

ამბობს, რომ შეშფოთებულია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის წარმოებით და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებით. ბრიტანელი პოლიტიკოსი საუბრობს მედიის თავისუფლებისა და უფლების დაცვის აუცილებლობაზე, ის მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. 

ჩვენი მიზანია, დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები მთელ მსოფლიოში. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქმეებს მათი დაპატიმრების შესახებ. შეშფოთებულები ვართ ნიკა გვარამიას საქმის გამო. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი საზოგადოების ყოლა. ამასთან აუცილებელია რომ ჟურნალისტები უმიზეზოდ არ იყვნენ დაკავებულები. ვისურვებთ, რომ პრეზიდენტმა საგანგებოდ შეისწავლოს ნიკა გვარამიას საქმე და ის გაათავისუფლოს, - განაცხადა უიტინგდეილიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი