"ქართული ოცნება" კმაყოფილების დამალვასაც კი აღარ ცდილობს. მმართველი პარტიის ლიდერები ღიად ადასტურებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქება მისაღებია, და მოსკოვთან თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მმართველი პარტიისთვის იქნებოდა ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც პარალელურად ტურიზმსაც განავითრებს და კიდევ უფრო გაზრდის შემოსავლებს.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ კრემლისთვის თავის მოწონებას არ ცდილობენ, მაგრამ ფაქტია და ლავროვი ღიადაც ამბობს, რომ ამ პრეფერენციებს თბილისი დასავლურ სანქციებზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის გამო იღებს.