რუსეთისგან განსხვავებით, ევროპელ პოლიტიკოსებს და საერთაშორისო მედიას მმართველ პარტიაში აგრესიით ხვდებიან. "ქართულ ოცნებაში" უკიდურესად მძიმე ფორმებით აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტს და ტელეკომპანია CNN-ს. ლაპარაკია CNN-ის ეთერში საქართველოს კონტექსტში დასმულ შეკითხვაზე იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც სანქციების მიუხედავად რუსეთს პროდუქციას აწვდიან.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სწორედ ამ კითხვაზე პასუხისას ახსენა სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც შეეხება ყველას, ვინც დასავლეთს ზურგს აქცევს. გია ვოლსკიმ დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენს "ჭორებს აყოლილი პოლიტიკოსი" უწოდა, ირაკლი კობახიძემ კი CNN ფეიკების გავრცელებაში დაადანაშულა.