
საგარეჯოში, შეიარაღებული პირის სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ. ცნობილი ხდება, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და მას თვალი აქვს დაზიანებული.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოს კლინიკაში 6 დაჭრილი გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელის სროლას 6 პირი ემსხვერპლა, მათ შორისაა 1 პოლიციელი.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თუმცა უწყებამ მოკლულთა რაოდენობა არ დაასახელა და გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ "გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი..."
მოგვიანებით, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
იხილეთ ასევე: