ჩემი შვილი დაჭრილების დასახმარებლად ჩავიდა, მის გვერდით ვინც იყო ისიც მოკლა, თვითონ მანქანას ამოეფარა - თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი სიკვდილს გადაურჩა. ქალი იხსენებს, რომ ახალგაზრდა ბიჭები ეზოში იყვნენ, როცა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. მისი შვილი მეგობრების დასახმარებლად ქვემოთ ჩავიდა, რა დროსაც განმეორებით სროლა მოხდა.

"ჩემი შვილი დაბლა მეგობრებთან ერთად იყო, და ამოვიდა სახლში, დაემშვიდობა და იმათ ესროლა მაღლიდან, თავის სახლიდან ესროლა ბიჭებს, ორი ბიჭი დაიღუპა, რომ დაინახა ჩემმა შვილმა დავარდნენ, ისევ უკან დაბრუნდა დაბლა, დაბლა ჩასული მისახმარებლად რომ მივიდა, ბიჭო ვინა ხარ რომ ხოცავო ასე ვუთხარი დედაო და მეც დამაყარაო, ვინც მოსდევდა გვერდით ჩემ ბექას ის მოკლა, ჩემი ბექა კიდევ მანქანას ამოეფარა და მაგით გადავრჩიო", - ამბობს დაჭრილის დედა. 

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ვისაც ქუჩაში გასულს დაინახავდა ყველას ესროდა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი