ორივე აივნიდან ისროდა, გამოვიქცეოდი ბავშვებით, ხოხვით მივდიოდი - რას ჰყვებიან თვითმხილველები

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სროლის ხმა პირველად დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაიგეს.

კორპუსში მცხოვრებლების უმეტესობა ამბობს, რომ თავდამსხმელთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, ისინი ვარაუდობენ, რომ ათუაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, მას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია და ცეცხლი პირდაპირ გახსნა, ასევე, აივნიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელიც აფეთქდა.

"მეძინა, იარაღის სროლამ გამაღვიძა და ბავშვებს შევხედე ეგრევე ოთახში. 5-წუთიანი ინტერვალები იყო, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვერ მივდიოდი, ხოხვით მივედი [აივანთან] რომ მკვდრები დავინახე ეს ბიჭები. ორივე მხრიდან [ისროდა] ხან ერთ ბალკონზე გამოდიდოა, გამოვიქცეოდი ბავშვებით, დაწოლილი მოვხოხავდით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კიდევ ერთი თვითმხილველი ყვება, რომ თავდამსხმელი უმისამართოდ ისროდა და ადგილზე მისულ სასწრაფოსაც ცეცხლი გაუხსნა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. იხილეთ: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი