ყველას ერჩოდა, ვისაც ხედავდა ცოცხალს, ვინც დადიოდა იმ ადგილას, ყველას ესროდა - თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო მოქალაქეებს ქუჩაში დამიზნებით ესროდა. მისი თქმით, სროლა რამდენიმე მიმართულებით იყო.

"რომ ჩავიდა მეუღლე გავიგო რა ხდებაო, ძალიან ცუდი სურათი დახვდა, სამი მიცვალებული იყო დაბლა და ისროდა ეს კაცი, მერე შემოვიდა ცოტა ხნით შიგნით და ცოტა ხნით გაჩერდა სროლა. შემდეგ ისევ გავედით გარეთ მე და ჩემი მეუღლე, სასწრაფოც მოვიდა, ხალხიც იყო შეკრებილი, ისევ დაიწყო სროლა. ადამიანებს ერჩოდა, ყველას ერჩოდა, ვისაც ხედავდა ცოცხალს, ვინც დადიოდა იმ ადგილას, ყველას ესროდა, გზის მხარესაც, აქეთაც, სადაც ადამიანს ხედავდა ყველგან ისროდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მისივე თქმით, ბოლო გასროლის ხმა შიდა მხრიდან გაიგეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი