არანაირი სიახლე, მონური მორჩილება - ოპოზიცია ქართული ოცნების მაჟორიტარებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ 29 კაცი და 1 ქალი ბიძინა ივანიშვილმა "მონურ მორჩილებაზე" გააკეთა. ოპოზიციის თქმით, მაჟორიტარების ნაწილი უკვე მოქმედი დეპუტატია, ნაწილი ყოფილი მინისტრი, პრემიერი მრჩეველი თუ სხვა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს.

ეს არის ის დეპუტატები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბოლო პერიოდში საქართველოში გამეფებულ კორუფციაზე. მეორე ნაწილი ეს არის ნომენკლატურის ნაწილი, სუს-ის ნაწილი მაგალითად, გამგებლები, გუბერნატორები, მესამე ეს არის ახალი და ძველი ფულის ტომრები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყვნენ მაჟორიტარები და შემდეგ წარმატებით გადმოგორდნენ ქართულ ოცნებაში, -  თქვა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ქვეყანას ახლა მომავლის გეგმა სჭირდება, რაც მმართველ გუნდს არ აქვს.

ქართული ოცნება არის წარსულის რეტროგრადიული ძალა რომელსაც ახალი არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, მას შეუძლია მოხლოდ კორონავირუსით გამოწვეულ შიშზე თამაში და მცდელობა, რომ ამაზე მოახდინოს პოლიტიკურ პაპიტალიზაცია, მაშინ როცა ქვეყანას სჭირდება მომავლის ხედვა, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მმართველი პარტიის მაჟორიტარების სიაში ვერ მოხვდნენ ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებიც, მათ შორისაა კახა ოქრიაშვილიც, რომელიც სავარაუდოდ კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი