საქალაქო სასამართლოში ნევროლოგმა, ექიმმა ოთარ თორიძემ მესამე პრეზიდენტის რამდენიმე დაავადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი სრულად შეესაბამება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. თოიძემ განმარტა კახექსიის მდგომარეობა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ის დაახლოებით 8 თვის წინ დაეწყო.
"კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. აქ არის წონის გარკვეული პროცენტის კლება გარკვეული დროის განმავლობაში, არის ასევე, სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი, ან ერთი, ან მეორე უნდა ეთანხმებოდეს ამას, ეს არის პირდაპირი კრიტერიუმები და არის გვერდითი კრიტერიუმებიც, ეს არის ანორექსია, უხასიათობა და ასე შემდეგ, სულ ჩამოთვლილია10 კრიტერიუმია. ვინაიდან ნევროლოგიური გამოკვლევა ითხოვს პაციენტის გასინჯვას სრულყოფილად, ჩვენ ვაწარმოებდით მისი წონის მონიტორინგს, მისი სხეულის კიდურების გარშემოწერილობის მონიტორინგს. ცხრილი მაქვს, შემიძლია წარმოგიდგინოთ, მაგრამ ალბათ, უნდა მენდოთ, რომ დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში, როდესაც ვაკვირდებოდით, ძირითადი ატროფია მიმდინარეობდა კიდურებში, განსაკუთრებით, წვივსა და წინა მხარში. პირველი ატროფიის ნიშნები, გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის დასკვნა, თუ არ ვცდები მეოთხე სადაც აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. ანუ კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი, ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები, იმ პერიოდისათვის კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია", - თქვა ოთარ თოიძემ.
გარდ ამისა, თოიძემ დაასახელა - დაუზუსტებელი დემენციისა და მენტალური ფუნქიცების ტლანქი მოშლის დიაგნოზები. ამასთან, მან თქვა, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგოს.
"სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების პირველი 3 თვის განმავლობაში, იგი ორჯერ ჰყავს ნანახი ოფთალმოლოგს და დასკვნა არის, რომ ჯანმრთელია. "ვივამედის" კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, რას ჰქვია მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. პრინციპში, უმძიმეს შემთხვევაში დაკარგავს მხედველობას ცალი თვალით, თუ არ გავრცელდა მეორე მხარესაც. უკანასკნელი პერიოდის ოფთალმოლოგიური დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, ბოლო დასკვნა თუ არ ვცდები არის სადღაც ოქტომბერში", - განაცხადა თოიძემ.
იხილეთ: