ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში უნგრელი ევროკომისრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.
ოლივერ ვარჰეის ბრალი დემოკრატიული რეფორმებისადმი და განვითარებად სახელმწიფოებში კანონის უზენაესობისადმი არასაკმარის მხარდაჭერაში ედება.
ევროპარლამენტარებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცნობების შესახებ, რომ ოლივერ ვარჰეი, მიზანმიმართულად ასუსტებდა დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობას იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან.
ევროპარლამენტარების განცხადებით, კომისიამ უნდა გამოიძიოს არის თუ არა ოლივერ ვარჰეის ქმედებები ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა. მომჩივნები ამბობენ, რომ ოლივერ ვარჰეიმ უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის დღის წესრიგი დააყენა წინ.
ვარჰეი დიდი ხნის განმავლობაში აჩენდა კითხვებს მისი პოზიციის შესახებ, სერბეთის კრიზისთან დაკავშირებით.