ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სააპელაციოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი პოლიტიკური პროცესი ამჯერად სააპელაციო სასამართლოში. მეორე ინსტანციაში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს საბოლოო სხდომა გაიმართა - საქმეში მტკიცებულები საერთოდ არ დევს და ეს ხელისუფლების ანგარიშსწორებაა - განაცხადა დღეს მამუკა ხაზარაძემ. 

განხილვას ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, თუმცა სააპელაციო სასამართლოში მისი შვილი ვატო წერეთელი იმყოფებოდა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ავთანდილ წერეთელს კრიტიკული ტელეარხის ფლობის გამო დევნიან. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა და როდის გამოცხადდება ვერდიქტი უცნობია. 

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

ავტორი: ნატლი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი