
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში "რაშტეინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება, თუმცა დღევანდელი "რამშტეინის" შედეგად, უკრაინის გამძლეობა კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ტანკებისთვის მაინც უნდა იბრძოლონ.
რამშტეინის" ფორმატში ყოველთვის არ შეიძლება საჯაროდ გამოაცხადო, რაზე არის საუბარი. ეს არის დახურული დისკუსია - და ასეც უნდა იყოს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა "რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთი დამოკიდებულებაში - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის. დიახ, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა მაინც მოგიწევს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში. დიდება უკრაინას! - ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს, გერმანია მზად იქნება იარაღი უკრაინას დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს.
საკონტაქტო ჯგუფის სხდომა, რომელიც დღეს 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა, კონკრეტული შედეგებით დამთავრდა. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, შვედეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მზადაა, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები და ტანკები მიაწოდოს. ა
ამერიკამ ორ ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკვე შეადგინა, რაზეც დღეს ლოიდ ოსტინმა ისაუბრა.
უკრაინას გადაეცემა 90 ჯავშანტრანსპორტიორი სტრაიკერი, 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვადასხვა კალიბრის ათეულობით ათასი ჭურვი.