თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, გერმანია უკრაინას "ლეოპარდებს" დაჩქარებულად გადასცემს - პისტორიუსი

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას მიიღებს, გერმანია მზად იქნება იარაღი უკრაინას დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს.

პისტორიუსმა თავდაცვის სამინისტროს ტანკების რეზერვის შემოწმება დაავალა. მინისტრის თქმით, შემოწმებისას ყურადღება გამახვილდება ტანკების რაოდენობაზე და იმაზე თუ რამდენად არის იგი შესაბამისობაში იმ იარაღთან, რომლითაც უკრაინა იბრძვის.

მისივე განცხადებით, პოლონელებს საკმარისი რაოდენობის ლეოპარდის ტანკები აქვთ, იმისთვის რომ უკრაინელებს მის გამოყენებაში დაატრენინგონ.

პისტორიუსის განმარტებით, გერმანიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია მიაწოდებს თუ არა ლეოპარდის ტიპის ტანკებს უკრაინას.

"არსებობს ძლიერი არგუმენტები როგორც მიწოდების მხარდამჭერების მხარეს, ასევე მიწოდების მოწინააღმდეგეების მხარეს, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ვერ ვიტყვი როდის მივიღებთ", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსს არც იმაზე უსაუბრია, მისცემს თუ არა სხვა ქვეყნებს იმის უფლებას რომ, მათ მიერ წარმოებული "ლეოპარდის" ტანკები უკრაინას გადასცეს.

მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი მზად არიან უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები გერმანიის დასტურის გარეშე გადასცენ.

"ჩვენ ან მოვიპოვებთ უფლებას ჩქარა, ან ამას ჩვენით ვიზამთ", - თქვა მატეუშ მორავეცკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი