
აშშ-ს დახმარება უკრაინისთვის სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბერლინში, "რამშტეინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა. შტატები ომში მყოფ ქვეყანას ორნახევარი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს:
"დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას და და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს. ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ" განაცხადა ლოიდ ოსტინმა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კი განაცხადა, რომ ბერლინი მზად არის, სწრაფად მიაწოდოს უკრაინას "ლეოპარდის" ტიპის ტანკები, თუ შორის შეთანხმება მოხდება.