ესპანეთში კორონავირუსის ეპიდემია სწრაფი ტემპით იზრდება. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნისა და საკარანტინო ზომების გაუქმების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. კოვიდინფიცრებით კვლავ პირველ ადგილზეა კატალონიისა და არაგონის რეგიონები.
მთავრობის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთი ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმო-ს ინფორმაციით მთელ მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებლი შემთხვევების რაოდენობამ 14 მილიონს გადააჭარბა