ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ამჯერად წალენჯიხაში იმყოფება.
ხაბეიშვილმა ადგილობრივებს საკუთარი გეგმა გააცნო და მათს კითხვებს უპასუხა. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებლებთანაც. მოქალაქეები მთავარი შეკითხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზებს შეეხებოდა.
"შევახსენებ საზოგადოება 63 რაიონია საქართველოში. ნიკა მელიას მხარი დაუჭირა სამმა პარტიულმა ორგანიზაციამ. კიდე მაქსიმუმ დაუჭიროს ყველაზე ბევრმა ხუთმა ორგანიზაციამ. ანუ 63-დან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მინიმუმ ორმოცდაათში. ბრიფინგს ვუყურე, იქ მე ვერ დავინახე, იქ ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ბატონი კონჯარია, რომელიც წარმოადგენს ენმ-ს პოლიტსაბჭოში და არის ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი.
ამ ადამიანებს კი არ უნდა აყენებდეს უხერხულ მდოგომარეობაში, უნდა ხვდებოდეს ამომრჩეველს, პარტიის წევრებს, უნდა ლაპარაკობდეს გაძლიერების, მოქმედების მოძრაობის გეგმებზე და არა თბილისიდან იძლეოდეს დავალებებს ბრიფინგის გამართვის. დარწმუნებული ვარ, ამას რომ მოისმენს იძულებული გახდება და წამოვა სამეგრელოაში",- თქვა ხაბეიშვილმა.
ცნობითვის, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ითქვა, რომ ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერენ. ზუგდიდის ორგანიზაციის მეორე ნაწილმა კი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო და ისინი მხარს არა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.
იხილეთ ასევე: