გადავიხედე და მიცვალებული დავინახე...ვუთხარი, ნოდარ მკვდარი არის მეთქი? დიახაც მკვდარიაო - თვითმხილველი საგარეჯოზე

გამოქვეყნდა:

"გადავიხედე პირდაპირ გარაჟებისკენ და მიცვალებული დავინახე...მე ვუთხარი ნოდარ, მკვდარი არის მეთქი? [მიპასუხა] ხო, დიახაც მკვდარი არისო" - ამბობს "მთავარ არხთან" საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი.

მისი თქმით, თავდამსხმელი  ნოდარ ათუაშვილი ესროდა ყველას, ვინც დაჭრილი მოქალაქეების დასახმარებლად მიდიოდა.

"გადავიხედე პირდაპირ გარაჟებისკენ და მიცვალებული დავინახე...ვერ წარმოვიდგენ ამას თუ იარაღი ჰქონდა, ან რამეს წარმოადგენდა მსგავსს. მე ვუთხარი ნოდარ, მკვდარი არის მეთქი? [მიპასუხა] ხო, დიახაც მკვდარი არისო. რაღაცნაირად თვალში მომხვდა, რომ ავტომატი ჰქონდა... გამორბოდა ორი ბიჭი საშველად და რომელიც გაეკარა ყველა [მოკლა]... მხოლოდ ის ტყვიები მიდგას თვალწინ..." - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. იხილეთ: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი