სასამართლო სხდომებზე დამოკიდებული სიცოცხლე | მიხეილ საააშვილის გაჭიანურებული პროცესები

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დღიდან დღემდე მძიმდება, მისი სასამართლო პროცესი კი კვირიდან კვირამდე ჭიანურდება და მისი დასასრული ჯერაც არაა განსაზღვრული. არადა, სწორედ ამ პროცესზე დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე...

ამ კვირას ორი პროცესი გაიმართა. მათ შორის დაიკითხა ნობელიანტი ექიმი კობი, ასევე ემპათიას დამფუძნებელი, რომელმაც სხვა მძიმე დიაგნოზებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პაციენტს დემენცია აქვს, რომლის წარმომავლობა და მაპროვოცირებელი მიზეზი ვერ დგინდება.

იგივე დემენეციის დიაგნოზი 4-მა ფსიქიატრმა, მათ შორის 2-მა უცხოელმა და კიდევ 3-მა ნევროლოგმა დაადასტურა, რისთვისაც ჩატარდა როგორც ფსიქომეტრული, ისე ფსიქოლოგიური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. თუმცა კვლევებზე მეტად პენტიენციურ სამსახურს პარტიული პროპაგანდა უფრო აინტერესებს, რომლის გამეორაბასაც სასამართლო დარბაზში ცდილობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი