შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით წერს და თვლის, რომ საქართველოს ხელიუფლების უარი "სამარცხვინოა":
საქართველოს მთავრობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე უარი ნამდვილად სამარცხვინოა. ვეთანხმები ენ ეპლბაუმს [ამერიკელი ჟურნალისტი], რომ ევროკავშირმა თბილისში მაღალჩინოსნებზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - წერს ბილდტი Twitter-ზე.