კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ძალიან ნაადრევია" საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, "მუშაობა გრძელდება პრეზიდენტის რეგულარული რუტინული განრიგის ფარგლებში".
"პრეზიდენტს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ორშაბათს, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა კრემლმა კამპანიისთვის მზადება, პესკოვმა თქვა, რომ "ძალიან ადრეა" ამაზე საუბარი, რადგან კრემლს "ბევრი მიმდინარე საქმე" აქვს.
პესკოვის თქმით, პუტინს "ძალიან აქტიური გრაფიკი და დატვირთული დღის წესრიგი" აქვს.
პუტინი ამჟამად მეოთხე ვადითაა რუსეთის პრეზიდენტი და ფაქტობრივად ხელისუფლებაშია 1999 წლიდან, როდესაც ის პირველად დაინიშნა პერმიერა. 2021 წელს პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს კანონში, რომელიც საშუალებას მისცემს მას მოითხოვოს კიდევ ორი ექვსი წლის ვადა, როდესაც მისი ამჟამინდელი პრეზიდენტობა დასრულდება 2024 წელს.