დაზიანება ზურგის ტვინის მიდამოებში | მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სასამართლო პროცესზე ნეიროქირურგმა ისაუბრა

გამოქვეყნდა:

ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზურგის ტვინის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ მან სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ისაუბრა. 

ჩემი მოსაზრებები ემყარება მაგნიტური კვლევის დასკვნებს. ჩატარებული კვლევის დასკვნებს, სადაც უკვე არის დაფიქსირებული ის ცვლილებები და დაზიანებები, რაც უშუალოდ, ამ შემთხვევაში წამყვანი არის ნეიროქირურგიული კუთხით. ეს არის კისრის პათოლოგია. პირდაპირ მიუთითებს მექანიზმზე, ზურგის ტვინის დაზიანებისა კისრის დონეზე, - ამბობს ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი