ექსპერტმა პირდაპირ თქვა, აღნიშნული პრეპარატები, აღნიშნული დოზებით, მიმაჩნია სასიკვდილოდ - ვახტანგ ჩარკვიანის მამა

გამოქვეყნდა:

"ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა, რომ აღნიშნული პრეპარატები, აღნიშნული დოზებით, მიმაჩნია სასიკვდილოდ", - ამბობს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი. 

მისივე განცხადებით, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, 20 დღის განმავლობაში, მის შვილს გაუკეთდა 531 ამპულა ფენტანილი. მეტიც, ამ პაციენტზე გაცემული იყო კიდევ უფრო მეტი, 567 ამპულა ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი.

როგორც გაიოზ ჩარკვიანი ექსპერტიზაზე დაყრდნობით განმარტავს, ამ დოზის მედიკამენტებს შესაძლოა გამოეწვია პაციენტის სასუნთქი გზების დათრგუნვა, კომა და ბიოლოგიური სიკვდილი.

ალტერნატიული ექსპერტიზა ოჯახის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ასკვნის, რომ მსგავსი დოზებით დანიშნული ეს პრეპარატები, თუ ის მართლაც გაუკეთდა პაციენტს, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაშინ ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა, თუმცა ოჯახის განმარტებით, საავადმყოფოში შეყვანის დროს, ჩარკვიანს ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა. 

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გუშინ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსს ბრალი წარუდგინა. მას პროკურატურა ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი