პოლიციამ დეპუტატების გაყვანა სცადა - დაპირისპირების შემდეგ ენმ-მ ოზურგეთში სხდომა დატოვა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. მანამდე, პროცესზე ხმაური და დაპირისპირება იყო. საკრებულოში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის მერისთვისა და მერის მოადგილისთვის ხელფასის გაზრდის საკითხზე მსჯელობას მოჰყვა. ენმ-ში ამბობენ, რომ მერის ხელფასი 2 400 ლარით მაშინ იზრდება, როცა მოსახლეობის უმეტესობას არაერთი ეკონომიკური პრობლემა აქვს. 

პოლიციას მცდელობა ჰქონდა დარბაზიდან დეპუტატები ძალის გამოყენებით გაეყვანა. საბოლოოდ, სხდომაზე არავინ დაუკავებიათ.

"სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გამოყოფილი აქვთ დღიურად 70 და 80 თეთრი, ამ დროს თვითონ 4 000- 5 000- 6 000 აქვთ ხელფასი და მერს ესე იგ 5 000 ლარი არ ეყო, ვერ დააკმაყოფილა ოზურგეთის ბიუჯეტმა", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა.

მანამდე, სხდომის დაწყებამდე "ქართული ოცნების" წევრებმა ენმ-ს დეპუტატებს სათამაშო ტანკები, თოფები და თვითმფრინავები მიუტანეს. მათი თქმით, ენმ-ს ქვეყანაში "მეორე ფრონტი" სურს, რასაც "ვერ ეღირსება". იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი