90-იდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი, სასამართლოებშია დასაქმებული - კვლევა და ქონებრივი დეკლარაციები

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის (90) ოჯახის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში, 90-იდან 51 მოსამართლის ოჯახის წევრი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში", - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში ვკითხულობთ. 

ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვრცელი კვლევა საქართველოს სასამართლო სისტემას, მასში არსებულ ნეპოტიზმსა და კლანური მმართველობის სტილს ეხება. 

კვლევის მიხედვით, 90-დან 60 შემთხვევაში მოსამართლის ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე დასაქმდა, დაწინაურდა ან სამუშაო პოზიცია შეიცვალა მხოლოდ მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ.

ამასთან ერთად, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან, 13-ის შვილი დასაქმებულია სასამართლო სისტემაში.

ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოღვაწე 209 მოსამართლიდან 60-ის დეკლარაციაში ნახსენებია საჯარო სექტორში დასაქმებული ოჯახის წევრი, 33 მათგანი დასაქმებულია სხვადასხვა სასამართლოში.

IDFI განმარტავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის სრული მასშტაბით შესწავლა და წარმოჩენა შეუძლებელია ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების შეზღუდული ხასიათის გამომდინარე. 

კერძოდ, საჯარო მოხელეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ დეკლარაციაში შეიყვანონ: მშობლები, და-ძმა და ფინანსურად დამოუკიდებელი შვილები, რომლებიც თანამდებობის პირთან არ ცხოვრობენ.

კვლევის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ 300-მდე მოსამართლის დეკლარაცია შეისწავლა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი