შეხვედრები ბუნდესტაგში, დღე მეორე. გერმანელმა კანონმდებლებმა "მთავარი არხისა" და "ფორმულას" წარმომადგენლებისგან დღეს დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში შექმნილი მედიაგარემოს, კრიტიკული არხებისა და მათი დამფუძნებლების პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების შესახებ.
რა საფრთხეს უქმნის "ოცნების" ხელისუფლების მიერ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოლიტიკური პატიმრობა და ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა - ეს არის მთავარი თემა, რაზეც ბუნდესტაგის წევრებმა ინფორმაცია მედიის წამომადგენლებისგან და პირადად ნიკა გვარამიას მეუღლისგან მიიღეს.