
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რუსეთის მხრიდან მომდინარე წინასაარჩევნო საფრთხეზე საუბრობს. კელი დეგნანი ამბობს, რომ თუ რუსეთს დესტაბილიზაცია სურს, ის ყველა ბერკეტსა და მექანიზმს გამოიყენებს ამისთვის.
„რა ახალ ამბებსაც ბოლო პერიოდში ვკითხულობ, სულ უფრო მეტი საუბარია რუსეთის მხრიდან ჩარევაზე, იქნება ეს ბრიტანეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ბრექსიტი თუ არჩევნები. როგორც ჩანს, რუსეთმა ასეთი მუშაობის გარკვეული სქემაც ჩამოაყალიბა. საქართველო კი, იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც აშკარა სამიზნეა, რუსეთის მხრიდან ასეთი სახის ინტერვენციისა.
დღეს ძალან პოლარიზებულია სიტუაცია საქართველოში და რა თქმა უნდა მათ ვისაც დესტაბილიზაციის შეტანა სურს სიტუაციაში, სრულად აამოქმედებს თავის მექანიზმებს“
შტატების ელჩმა საქართველოში ამერიკის მხრიდან დეზინფორმაციის აღმოფხვრის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:
„სირთულის მიუხედავად, ვფიქრობ, ქართველი ხალხი გათვითცნობიერებულია რუსული დეზინფორმაციის გაფილტვრაში; ამერიკის შეერთებულიშტატები კი, რასაკავირველია მხარს უჭერს პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებას ამ პრობემასთან გამკლავებაში, რომ მათ გაარჩიონ ფაქტი და ფიქცია, რომ ისინი უფრო კრიტიკულად მიუდგნენ საინფორმაციო ველს, იმისთვის, რათა გაარჩიონ რა ნამდვილია და რა ხელოვნურად გავრცელებული საზოგადოების დასაბნევად“
შეგხსენებთ, ეს განცხადებები ამერიკელმა დიპლომატმა სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამერიკის ელჩმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტაზეც ისაუბრა.