მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა | კერი კენედი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა" - ამის შესახებ განცხადებას რობერტ კენედის სახელობის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დირექტორი, კერი კენედი ავრცელებს.

კენედი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე სრული პასუხისმგებლობა "ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.

"ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მისი შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე - როგორც ამას ქვეყნის სახალხო დამცველი ადასტურებს. ისევე როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობასაც აქვს ვალდებულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დაიცვას ყველა პატიმრისა ღირსება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გაეროს ნელსონ მანდელას წესებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ზომების შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის უფლებების დაცვა და დაგვარწმუნოს, რომ მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა იმ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რაც, როგორც ჩანს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის" - წერს კერი კენედი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი