12 პუნქტის შესრულება და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - ჩეხი კოლეგა დარჩიაშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ტელეფონით ესაუბრა მის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. როგორც მინისტრი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას, ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საუბრის დროს ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი