თუ შეიძლება, წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში - კასიანოვი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი "ქართული ოცნების" წევრების კრიტიკას ეხმაურება და მათ მოუწოდებს, განცხადებები სრულად და ორიგინალში წაიკითხონ. 

მისი თქმით, გაუგებრობები ჩნდება მაშინ, როდესაც ზოგიერთ ციტატას კონტექსტიდან იღებენ. 

ამ წუთებში კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს ხვდება.

"ჩემი კომენტარი იქნება შემდეგი: თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ხდება ზოგიერთი ციტატის კონტექსტიდან ამოღება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. 

სპეკულაცია იყო თუ არა, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ", - ამბობს კასიანოვი.

კასიანოვის თქმითვე, ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

ცნობისთვის, ხელისუფლების მხრიდან მორიგი კირიტიკა მოჰყვა კასიანოვის ბოლო ინტერვიუს უკრაინულ მედიასთან, სადაც მან თქვა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი