საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში პრორუსულ განწყობებზეც საუბრობს და მაგალითად "ალტ ინფო" მოჰყავს.
ის იხსენებს "ალტ ინფოს" ორგანიზებულ აქციებს საელჩოსთან და ამბობს, რომ მათ მიერ დარეგისტრირებულ პარტიას არაერთი წარმომადგენლობა, ასევე ტელევიზია აქვს. მისი თქმით, ამ გზებით ისინი პროპაგანდას ავრცელებენ.
"17 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან 7 დღის შემდეგ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პრორუსული ძალის, "ალტინფოს" მიერ ანტი-უკრაინული პროვოკაციული და დემონსტრაცია მოეწყო. საელჩოსთან მოდიოდნენ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ შეურაწმყოფელ პლაკატებს კიდებდნენ. "ალტინფომ" პოლიტიკური პარტია, "საქართველოს კონსერვატიული პარტია" ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მასმედია და ტელევიზიაც კი.
ასეთი დინამიკა მხოლოდ ადასტურებს ჩვენ შიშს - საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაშორებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ", - ამბობს კასიანოვი.
იხილეთ ასევე: