ძმები კაკულიების სასამართლო - დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს

გამოქვეყნდა:

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმე და დაზარალებულების შეცვლილი ჩვენება. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ამტკიცებენ, რომ ძმებ კაკულიებს ბავშვობიდან იცნობდნენ და მათი მისამართით კაკულიებს არ უსვრიათ.

სასამართლოზე დღეს ორივე მთავარმა მოწმემ, ძმების გათავისუფლება მოითხოვა.

კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ ძმები, გურამ და დავით კაკულიები გასული წლის მაისში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქურთიაშვილზე თავდასხმა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე 2022 წლის 27 მაისს მოხდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი