სააკაშვილის ადვოკატი ხელისუფლებას ადანაშულებს. შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტს კოვიდი არ აქვს და ტესტირების შედეგი გაყალბებულია. იურისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის ჩასაშლელად და კოვიდის ყალბი დადასტურება სამედიცინო ზედამხედველობის გაძლიერებისთვის იყო საჭირო. მესამე პრეზიდენტს დღეს უარი უთხრეს რეანიმაციაში გადაყვანაზე და სანაცვლოდ რეანიმაციულ განყოფილებად მისი საკანი აქციეს.
ადვოკატის ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ კორონავირუსით დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. ექსპერტი მედიკოსები კი რისკების განუზომელ ზრდაზე ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-ტესტირების შედეგი რეალურია. პაციენტისთვის მძიმე თანმხლები დაავადებებით კორონავირუსი შესაძლოა სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს, რასაც პანდემიის დროინდელი ათასობით ფაქტი ადასტურებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი