ჯო ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

პრეზინდეტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევას მტრულ ფაქტად აღვიქვამ და მათ წინააღმდეგ მკაცრ ზომებს გავატარებ - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზინდეტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ავრცელებს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის დაზვერვამ უცხო ქვეყნების მიერ არჩევნებში ჩარევის ფაქტები უნდა გამოაქვეყნოს, რათა შეერთებულმა შტატებმა პრევენციის ზომები დროულად გაატაროს.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თეთრი სახლი ამგვარი ფაქტების თავიდან ასაცილებლად სათანადო ზომებს არ მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩვნებში შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი