Meta-ს განცხადებით, უახლოეს კვირებში აღადგენს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram პროფილებს. ეს ხდება ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ტრამპს სოციალურ ქსელებზე წვდომა არ ჰქონდა.
ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 7 იანვარს დაიბლოკა, წინა დღით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფონზე, იმის გამო, რომ მისი პოსტები აღვივებდა ძალადობას. "ფეისბუქმა" მოგვიანებით განაცხადა, რომ შეზღუდვა 2 წლით გაგრძელდებოდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას გადახედავდნენ.
Meta-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ ახალ დამცავს სისტემას აყენებს და რომ რომ ტრამპს ახლა ემუქრება "გამკაცრებული ჯარიმები განმეორებითი დანაშაულისთვის".
"იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ტრამპი განათავსებს დამატებით დამრღვევ კონტენტს, კონტენტი წაიშლება და მას ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერებენ წვდომას, დარღვევის სიმძიმის მიხედვით", - თქვა მან.
ტრამპი მის აღდგენას სოციალურ ქსელში Truth Social-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი რამ აღარასდროს უნდა განმეორედ მოქმედი პრეზიდენტის, ან სხვა ვინმეს მიმართ, ვინც არ იმსახურებს შურისძიებას.
ტრამპმა პოსტში არ მიუთითებია, აპირებს თუ არა Facebook-ის ან Instagram-ის გამოყენებას.