თვალყურს ვადევნებთ, ომბუდსმენის შეფასებას სააკაშვილის საქმეზე, ჩემი მთავრობა შეშფოთებულია საკითხით - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელწმიფოს პასუხისმგებლობაა მისი სამედიცინო მეთვალყურეობა და უფლებების დაცვა უზრუნველყოს. 

დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა მისი უფლებების დაცვა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ასევე, სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ასევე, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით. მათ შორის, როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას სააკაშვილის უფლებები", - თქვა კელი დეგნანმა. 

აღნიშნული შინაარსის განცხადება კელი დეგნანმა ხელისუფლების მიმართულებით არაერთხელ გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი