უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო, 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და ყვება, როგორ ჩამოვიდნენ თბილისში ის და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი. დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ტანკები იდგნა, მათ კი იცოდნენ, რომ რუსები უნდა შეეჩერებინათ.
მისი განცხადებით, რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი.
"მიხეილ სააკაშვილს კარგად ესმოდა რომ 2008 წელს რაღაც მოხდებოდა. შეიარაღება ითხოვა. გავაგზავნეთ ყველაფერი რაც კი შეგვეძლო. ყველას კარგად ვიცოდით რა რეაქცია ექნებოდა პუტინსა და რუსეთს, თუმცა ჩვენთვის ქართველებისა და უკრაინელები ისტორიული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი იყო. მიშას ვუთხარი, რომ სამხედრო დახმარება არა ჩემი პირადი, არამედ უკრაინელი ერის გადაწყვტილება იყო. ამასთან, ყველამ ვიცოდით, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა.
2008 წელს, როგორც კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მიშამ დამირეკა. ვკითხე, თუ რითი უნდა დავხმარებოდი. მითხრა ჩამოდიო. მაშინ პოლონეთის პრეზიდენტ ერთად ჩამოსვლა შევთავაზე.
მე და ლეხ კაჩენსკი, სიმფეროპოლის აეროპორტში 4 საათი ვიდექით და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით გაფრენის ნებართვას ველოდებოდით. შემდეგ თურქეთის გავლით გავფრინდით.თბილისში ჩავედით. ქართველები ფიქრობდნენ, რომ მარტო დარჩნენ. თბილისის ქუჩაში ბევრი ადამიანი იყო გამოსული. პარლამენტთან მივედით. თბილისიდან 26 კილომეტრში რუსული ტანკები იდგნენ. ყველამ ვიცოდით, რომ რუსები უნდა შეგვეჩერებინა. უნდა გვეჩვენებინა რომ საქართველოსთან მიმართებაში სწორად არ იქცეოდნენ. რუსებს უნდა სცოდნოდათ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ქართველი ხალხი ჩვენი სიტყვით გამოსვლას საერთოდ არ ითხოვდა. მათთვის მთავარი იყო მიშას ჩავხუტებოდით და გვეთქვა, რომ მხარს ვუჭერდით. ქართველებს სურდათ გაეგოთ, რომ მარტო არ იყვნენ. ქართველებო, რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი", - ამბობს იუშენკო.
იხილეთ ასევე: