ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციური დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის კადრებს არ აჩვენებს

გამოქვეყნდა:

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციური სამსახური დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის კადრებს არ აჩვენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ამით უწყება ეწინააღმდეგება მოსამართლის გადაწყვეტილებას და დაცვის მხარეს ხელს უშლის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაში.

„ორი-სამი დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კადრების მოსაპოვებლად წარვუდგინეთ, მათ სისტემას არ ერგება. კონკრეტულად მითითებული არ იყო, თუ რა სისტემისა და მოდელის მოწყობილობები სჭირდებათ. ახლა მოვედი, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტო, რადგან გარდა იმისა, რომ პენიტენციური სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაცვის მხარეს ხელი გვეშლება მტკიცებულებების მოპოვებაში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციურს 14 იანვრამდე დაცვის მხარისთვის უნდა მიეწოდებინა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდშია გადაღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი