"...ადამიანებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგანან, პირადი სანქციები უნდა დაწესდეს", - ამის შესახებ "მაგნიტსკის" აქტის ავტორი ბილ ბროუდერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
ბროუდერი ამბობს, რომ ის, რაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავს ხდება, ეს მის მიმართ პუტინის შურისძიებაა.
"მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის საკმარისი ზეწოლა დასავლეთისგან, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან. ზეწოლა უნდა მოხდეს არამხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ იმ პიროვნებებზე, რომლებიც დგანან ამ დანაშაულის უკან და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. მათ უნდა იგრძნონ პირადი პასუხისმგებლობა" -ამბობს ბროუდერი.
ბილ ბროუდერი ამბობს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები დროულად უნდა დასრულდეს, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.