"სამხარაულის ბიუროს არცერთ ექსპერტს არ უნახავს პაციენტი... როგორ უნდა იმსჯელონ დიაგნოზზე" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "სამხარაულის დასკვნით, ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო".
იუსტიციის მინისტრის თქმით, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიურო არასაიმედოდ მიიჩნევს ცენტრ "ემპათიის" დასკვნას მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით.
საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, აუცილებლად მიმაჩნია განმარტების გაკეთება:
მეგობრებო, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ არ ყოფილა წარმოებული არამცთუ პაციენტის ჯანმრთელობის რეალური კვლევა, არამედ, პაციენტის ნახვის მცდელობაც არ ყოფილა მათი მხრიდან.
სამხარაულის ეროვნული ბიუროს არცერთი ექსპერტი თავად არ ყოფილა ჩართული. მათ ფიზიკურადაც არ უნახავთ პაციენტი.
დასკვნა თავად გამოიტანეთ როგორ უნდა იმსჯელო დიაგნოზის ნამდვილობაზე, თუ თავად დიაგნოზის მატარებელ პაციენტს არ შეხვდები?, - წერს ეკა ხერხეულიძე.
იხილეთ ასევე: