მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაუზუსტებელი დემენცია - ბრიტანელი ექსპერტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა იკითხება. მან მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის ნოემბერში გასინჯა. 

კატონა ეთანხმება "ემპათიის" დასკვნას და იზიარებს მოსაზრებას, რომ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს შეეძლოთ ხელი შეუწყოთ პაციენტის კოგნიტური სირთულეების განვითარებისთვის.

"გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე, კოგნიტიური დაღვევები, რისი შედეგიც იყო [დაუზუსტებელი] დემენცია", - თქვა კატონამ. 

კორნელიუს კატონა დასკვნაში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნეირო-კოგნიტური აშლილობა. ადვოკატებმა მას კითხეს, რა შეიძლება ყოფილიყო ამის გამომწვევი მიზეზი, რაზეც ექსპერტი პასუხობს:

"მე განვსაზღვრე რამდენიმე შესაძლო მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეირო ან ნეირო-კოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი "რეფიდინგი", ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეპალოფათიის გამო, ასევე, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა და ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები - მძიმე მეტალები".

ექსპერტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა ადეკვატური არ იყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი