რუსეთში CIA-სა და FBI-ს ვებგვერდებზე წვდომა დაიბლოკა

გამოქვეყნდა:

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" განაცხადა, რომ დაბლოკა CIA-ს და FBI-ს ვებგვერდები. ის აშშ-ის ორ სამთავრობო უწყებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

რუსული სახელმწიფო მედია TASS ციტირებს "როსკომნადზორს" რომელიც ამბობს, რომ ორმა ამერიკულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა არაზუსტი მასალა და ინფორმაცია, რომელიც ახდენდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას.

ოფიციალურ ვაშინგტონს, აღნიშნულზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, რუსეთმა სისხლის სამართლის დანაშაულად განოაცხადა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, დანაშაული, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო სამხედროების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ შეგნებულად გავრცელება ითვალისწინებს მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი