7 მოწმეს მოვხსნით, დაგვრჩება 5 და ერთ, ან ორ სხდომაში დავასრულებთ - ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე

გამოქვეყნდა:

თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, მიხეილ სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესების მოკლე დროში დასრულების მოტივით, 7 მოწმეს დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნის:

"თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია თავიანთი გადმოსახედიდან , ანუ რამენაირად არ გაუშვან მიხეილ სააკაშვილი. 7  მოწმეს მოვხსნით, დაგვრჩება 5 მოწმე და იმ 5 მოწმიდან ერთ სხდომაში, ან ორ სხდომაში დავასრულებთ" - ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, რომ  პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს, 11 საათზე გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი