"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია Spiegel-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
ნაყოფიას თქმით, მისთვის უცნობია ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტებში და ამბობს, რომ ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებს.
"რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ თვითონ განმარტავს. მე არ მინდა, ჩემი ვარაუდები...ვარაუდებით ასეთ მძიმე ბრალდებებზე საუბარი არ შეიძლება. არ მინდა არცერთი ჩვენი კოლეგა და თანამებრძოლი არაფერში ისეთში დავადანაშაულო, რომლის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილი უსაფუძვლოდ არასდროს არაფერს იძახის, ის საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი, საკმაოდ დაკვირვებულია და გამოცდილებაც საკმაოდ გააჩნია, ესა თუ ის განცხადება როდის და რატომ გააკეთოს", - თქვა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის, Spiegel-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ "ვინც 2021 წლის ოქტომბერში მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო".
ამავე თემაზე: