მორიგი სროლა ისრაელში - The Times of Israel-ის ინფორმაციით, იერუსალიმთან ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც დაჭრილია ორი ადამიანი - მამა-შვილი. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ერთ-ერთი დაჭრილი ისრაელის თავდაცვის ძალების თანამშრომელია, რომელმაც ჭრილობების მიუხედავად, თავდამსხმელისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა მოახერხა და მისი დაჭრა მოახერხა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელი ბიჭია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა. გასულ ღამეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი. პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა.