შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

გამოქვეყნდა:

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი აცხადებს, ნატოში შესვლის პროცესი შეჩერებულია, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ პროცესი აღდგება, ვილნიუსის სამიტის შემდეგ. ალიანსის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი და ბილსტრომი იმედოვნებს, რომ იქ მას თურქ კოლეგასთან საუბრის შესაძლებლობა ექნება.

შვედეთის ნატოსთან დაახლოებისა და გაწევრიანების პროცესის ჩავარდნის მიზეზი ის დიპლომატიური სკანდალია, რომელიც შვედი აქტივისტის, რასმუს პალუდანის ქმედებებს მოჰყვა. მან არაერთხელ დაწვა ყურანი თურქეთის საელჩოსთან

თურქეთმა კი ინციდენტის გამო NATO-ს გაფართოების შესახებ სამმხრივი შეხვედრა გააუქმა.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
 

შვედეთის პრემიერმინისტრმა  სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვა დაგმო. პროკურატურამ კი დანაშაულის არარსებობის მოტივით, საქმის გამოძიებაზე უარი თქვა. 

მოგვიანებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდეს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე, რადგან ის რელიგიური მრწამსისადმი უპატივცემულობას გამოხატავს და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს.


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი