ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი გეგმავს, რომ მიიღოს კანონი, რომელიც იარაღის ტარების უფლებას გაამარტივებს.
გადაწყვეტილება ბოლო ორ დღეში იერუსალიმში პალესტინელების მხრიდან მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღეს.
ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობისა და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას.
მინისტრთა კაბინეტი ინიციატივას დღეს განიხილავს.
უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის წინ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ გადაწყვეტილება იქნება "ძლიერი" და "სწრაფი".
ბოლო ორ დღეში ისრაელში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 24 იანვარს შეიარაღებულმა პირმა სინაგოგიდან გამოსულ მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. მორიგი თავდასხმა 28 იანვარს მოხდა - 13 წლის მოზარდმა ორი პირი დაჭრა.